LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციფრული ხელოვნების მიმდევრებისთვის სტეპერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

122
715-400

IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით, სტეპერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ღონისძიებასთან დაკავშირებით IT აკადემია STEP ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ყოველთვის, ახლაც გავაკეთებთ გასული წლის შეჯამებას და გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი მიღწევები, ჩვენ, IT აკადემია STEP კმაყოფილი ვართ ჩვენი სტუდენტების (სტეპერების) შედეგებით და მიღწევებით, რადგან მათ, შეიძლება ითქვას, აკადემიაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების საუკეთესო შედეგები აჩვენეს. საკუთარი ტალანტის დემონსტრირება მოახდინეს კომპიუტერულ 2D გრაფიკაში, ფოტოგრაფიაში და  ორგანიზებას უკეთებენ თავისი ნამუშევრების  გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება სტეპერების  200-ზე მეტი ნამუშევარი.

ყველას ვინც ხართ ციფრული ხელოვნების მიმდევრები და თქვენი საქმის პროფესიონალები, გეპატიჟებით ჩვენი სტეპერების გამოფენაზე, რომელიც გაიმართებ გაზაფხულის პირველ დღეს 1 მარტს 18:00-ზე ჩვენს ახალ ოფისში ალ. ყაზბეგის 34/34ბ-ში. მობრძანდით, შეაფასეთ მათი ნამუშევრები, რეკომენდაციები გაუწიეთ და  მოტივაცია მიცით ჩვენს დამწყებ დიზაინერებს,  რომლებმაც მთელი გული და სული ჩადეს თავის ნამუშევრებში და გამოფენაში.

IT აკადემია STEP-მა მჭიდროდ გააერთიანა გუნდი, რომელშიც არ არსებობს ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი, ძლიერები და სუსტები, რადგან ეს არის უზარმაზარი აკადემიური ოჯახი, სადაც თითოეული სტუდენტი დანარჩენებს ეხმარება, რომ სუსტი მათგანი გაძლიერდეს. ამით თითოეულის დონეს მაღლა სწევენ, რადგან ეს არის თითოეული სტეპერის ვალდებულება და დევიზი. აი, ასეა მოწყობილი ჩვენი გუნდი, თანამოაზრეების დიდი ოჯახი, რომლის წევრებიც მომავალშიც არ დაკარგავენ ერთმანეთთან სულიერ თუ პროფესსიულ კავშირს!

ივენთის ლინკი  https://www.facebook.com/events/134534461183357/

მუდამ თქვენთან, IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!

გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, რომელსაც დამსაქმებელი ეძებს, შემოგვიერთდით !“, – აცხადებენ IT აკადემია STEP-ში.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები