LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენზე ესპანელებიც წერენ – El Espanol ქართულ სტუმარმასპინძლობას სტატიას უძღვნის

114
Viajes-Georgia-Viajes_407972128_126179176_1706x960

Bloomberg-ის, National Geographic -ის და სხვა გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებების შემდეგ, საქართველოზე უკვე ესპანური მედიაც წერს.

ცნობილი ესპანურმა გამოცემამ, სახელწოდებით El Espanol ქართულ სტუმარმასპინძლობას სტატია მიუძღვნა, სადაც დეტალურად ისაუბრა საქართველოზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტურისტულ მიმართულებაზე.

სტატიაში ნათქვანია, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, ის აზიისა და ევროპის გასაყარზე მდებარეობს. აქ ხალხი საოცრად სტუმართმოყვარე და თბილია. El Espanol ქართველების რელიგიაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათი უმრავლესობა მართლმადიდებელია.

„სად უნდა წავიდეთ“- Bloomberg საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

"დღეს საქართველო ვიზიტორებს მრავალფეროვან და დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს"

ესპანური გამოცემა საკუთარ მკითხველს საქართველოს დედაქალაქსაც აცნობს. სტატიაში საუბარია მეტეხზე, როგორც თბილისის ისტორიულ უბანზე, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე კლდოვან შემაღლებაზე მდრებარეობს. საუბარია ნარიყალაზეც, როგორც მეოთხე საუკუნით დათარიღებულ დაცულ ციხე-სიმაგრეზე, საიდანაც მთლიანი ქალაქი ჩანს და საოცარი ხედი იშლება.

El Espanol ესპანელებს აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მოჩუქურთმებულ, კლდეში ნაკვეთი ქალაქის უფლისციხის მონახულებასაც ურჩევს და ამბობს, რომ ეს გასაოცარი ადგილი ნამდვილად ღირს ნახვად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები