LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ტელევიზიის თავს შემთხვევით არაფერი ხდება – TV პირველის კომერციული დირექტორი

249
tvpirveli

დღეს დილიდან “ტვ პირველი“ შეფერხებით მუშაობს, რისი მიზეზიც, როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, სავარაუდოდ, ე.წ. კრიპტოვირუსია.

ტვ “პირველის” კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე ტელეკომპანიაზე განხორციელებული კიბერშეტევის მიზეზებთან დაკავშირებით წინასწარ ვერ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ შემთხვევით აღნიშნული ტელევიზიის გარშემო არაფერი ხდება.

“წინასწარი შეფასებები არ მიყვარს, თუმცა ამ მოვლენების ფონზე, რაც ბოლოს ვითარდებოდა, ძალიან სამწუხაროა, რომ დაემთხვა ეს შემოტევა. მე ასე მგონია, რომ შემთხვევით ჩვენი ტელევიზიის თავს არაფერი არ ხდება. თუმცა, ხომ გეუბნებით, ვერაფერს ვიტყვით ახლა გარდა იმისა, რომ არის ეს შემოტევა და ძალიან უდროოა ეს შეტევა ჩვენს მაუწყებელზე”, – აღნიშნა ნანა აბურჯანიძემ.

მისივე თქმით, ტელევიზიაში მისულმა გამომძიებლებმა მხოლოდ შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვეს, შეფასება კი ამ ეტაპზე არც მათგან მოუსმენია. 

,,ტვ პირველი''პირდაპირ ეთერში გავიდა - რამ გამოიწვია არხის პარალიზება? [ვიდეო]

ამ ეტაპზე ტექნიკური სამსახურის მიერ სერვერს დიაგნოსტიკა უტარდება.

დილით, არხის ფეისბუკ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ სერვერზე კიბერთავდასხმის გამო საინფორმაციო ეთერში ვერ გავიდა. 2-საათიან საინფორმაციო გადაცემაში კი დიანა ტრაპაიძემ მაყურებლებს განუმარტა, რომ არხს კიბერთავდასხმის შედეგად მუშაობა მხოლოდ პირდაპირ ეთერში შეუძლია. ჟურნალისტი ყვება, რომ ტელეკომპანიას ჰაკერები თავს, სავარაუდოდო, ახალი თაობის ვირუსით, ე.წ. კრიპტოვირუსით დაესხნენ, რამაც დილიდან სერვერი დაშიფრა.

“ტვ პირველის“ სერვერი გათიშულია. ეს ტექნიკური ბაზაა, რომელითაც არხი მაუწყებლობს. პირველადი მონაცემით, სერვერზე გამთენიისას კრიპტოვირუსი დაფიქსირდა. დაშიფრულია სერვერი, არხი პარალიზებულია. მაუწყებლობა მხოლოდ შესაძლებელია ლაივ რეჟიმში.

ჩვენ ვერ ვაჩვენებთ მათ ჩაწერილ კომენტარს, ვიდეოს, დამუშავებულ მასალას. მხოლდოამხოლოდ შეგვიძლია გაჩვენოთ, თუ რა ხდება რეალურ დროში,“ – ამბობს დიანა ტრაპაიძე.

ტვ პირველი განცხადებას ავრცელებს – არხი პარალიზებულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები