LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი საზღვარგარეთ არწასვლა ადგილობრივ ტურიზმს წაახალისებს“ – როგორც ვებრძოლოთ კორონავირუსისგან მიღებულ ზარალს

129
800-edf950fbfe53727

კორონავირუსისგან მოსალოდნელი ყოველთვიური დანაკარგი 25-დან 110 მილიონამდე იზრდება, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„კორონავირუსის ქართულ ეკონომიკაზე გავლენის მასშტაბი ამ ეტაპზე მცირეა და არ წამოადგენს განგაშის საფუძველს. თუმცა, სჯობს ვიცოდეთ რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ. თითოეული მიმართულებით 15 %-იანი დანაკლისის შემთხვევაში, ყოველთვიურად:

– ფულადი გზავნილების, შესაძლოა, შემცირდეს – დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარით, გამომდინარე არსებული და შესაძლო სირთულეებისა ქართველი დასაქმებულებისთვის: იტალიაში, რუსეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში.

– ინვესტიციების შემცირებით – დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარამდე (ბოლო 7 წლის პირველი კვარტლების გასაშუალოებული მონაცემების საფუძველზე), გამომდინარე ვირუსიდან და მასთან ერთად საარჩევნო წლის ფაქტორითაც.

– ტურიზმის ინდურსტია – სავარაუდოდ, ყველაზე მეტად დაექვემდება მოცემულ საგარეო შოკს. ყოველთვიურად საქართველოს მხოლოდ ხმელეთის მეზობელი ქვეყნებიდან ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი სტუმრობს, რაც მათი საშუალო დანახარჯის და ჩვენს მიერ აღებული 15%-იანი პირობის შემთხვავაში დაახლოებით 40 მილიონიან დაკარგს უდრის. ამას თუ დავუმატებთ იტალიათან ფაქტობრივად შეჩერებულ ავიამიმოსვლას, ჩაკეტილ ირანს და ჩინეთს დანაკარგი კიდევ 40 მილიონით იზრდება, ჯამში მხოლოდ ამ 7 ქვეყნიდან დანაკარგი 80 მილიონ ლარს მიაღწევს.

– ვაჭრობის კუთხით, ქართულ ექსპორტს – ამ ეტაპზე საშიშროება არ ემუქრება, თუმცა იმპორტის შესაძლო შეზღუდვამ შესაძლოა გაგვიძვიროს ნედლეული, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, მაგალითად ირანის შემთხვევაში, სპეციფიური სირთულეები იქნება ჩინეთთან მიმართებაშიც.

– დარგები რომელიც ტურიზმის კლებიდან დაზარალდებიან – საკვები და სასმელი, განთავსება, შოპინგი ჯამში ვიზიტორების დანახარჯების – 80%-ს შეადგენს.

თუმცა, მეორე მხრივ არსებობს ამ დანაკარგების გარკვეული ნაწილის კომპენსირების შესაძლებელობაც, მათ შორის პირველ რიგში გამოვყოფდი გამავალ ტურიზმს. მხოლოდ შარშან ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2.1 მილიარდი ლარი დახარჯეს (ყოველთვიურად საშუალოდ 175 მილიონი), რაც ნაწილობრივ მიღებული შემოსავლების უკან გატანაცაა და თან 100%-ით მაინც ვერ შემცირდება, თუმცა მაინც. ტურიზმის შემცირების გამო იკლებს იმპორტზე დამოკიდებულებაც, ხოლო ქართველი ტურისტების საზღვარგარეთ არწასვლა ნაწილობრივ ადგილობრივ ტურიზმს და წარმოებასაც წაახალისებს“, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები