LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი სასტუმრო ინდუსტრია ემზადება, სრულფასოვნად უმასპინძლოს ტურისტებს – ნათია თურნავა

110
186472687-4034209003335395-5968269532767361810-n

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა შეკვეთილში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „რეზოლუტს“ ეწვია და დაინტერესდა, რამდენად მომზადებული ხვდება ის ტურისტულ სეზონს.

სასტუმრო „რეზოლუტი“, რომელშიც 33 ნომერია განთავსებული, ორი წელია აშენდა, თუმცა პანდემიის გამო ტურისტებს ვერ ემსახურებოდა. გასულ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა როგორც კოვიდ-სასტუმრო. შედეგად, “რეზოლუტის” პერსონალმა კარგად იცის, როგორ მოემსახუროს დამსვენებლებს უსაფრთხოდ და რეგულაციების მკაცრი დაცვით.

„მცირე სასტუმრო „რეზოლუტი“, სადაც დასაქმებულია 20-მდე ადამიანი, გაიხსნა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით. პანდემიის პერიოდში, ფუნქციონირებდა როგორც კოვიდ-სასტუმრო და ახლა ემზადება, ნორმალურ რეჟიმში, ტურისტებს უსაფრთხოდ მოემსახუროს. სასტუმროს უკვე აქვს ჯავშნები როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენი სასტუმრო ინდუსტრია ემზადება, სრულფასოვნად უმასპინძლოს ტურისტებს. ჩვენ მათ გვერდში ვართ, რომ მალე მოხდეს სასტუმრო პერსონალის ვაქცინაცია და ამისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურული საკითხი დროულად გადაწყდეს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კვლავაც მხარში უდგას სასტუმროებს, განსაკუთრებით, მცირე და საოჯახოებს, რათა მომზადებული დახვდნენ და მაღალ დონეზე ჩაატარონ წლევანდელი ტურისტული სეზონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები