კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ქვეყანაში უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი. რადიო „ფორტუნა“ დაინტერესდა, გარდა არსებული განრიგისა, განიხილება თუ არა დამატებით სხვა რეისების დანიშვნა, რის მიხედვით შეირჩა უკვე არსებული ქვეყნები და რა მიმართულებები განიხილება კიდევ უახლოეს მომავალში. „დღის თემის“ შეკითხვებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უპასუხა.

მან გვითხრა, რომ რეისები, ძირითადად, გადადებული ფრენებია, რომლებიც ახლა სრულდება ეტაპობრივად. რაც შეეხება ქვეყნების შერჩევის კრიტერიუმებს, როგორც მან გვითხრა, ერთ-ერთი საკითხი ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა, თუ რომელ ქვეყნებაში არიან ისინი უფრო მეტად ამ დროისთვის წასულები.

რადიო „ფორტუნა“ დაინტერესდა, იგეგმება თუ არა რეისები არაევროპული სახელმწიფოებიდან, პირველ რიგში კი აშშ-დან, მით უმეტეს, როცა იტალიის შემდეგ, აშშ ეპიდემიის ერთ-ერთ ეპიცენტრად განიხილება.  

შეკითხვა და ყველა გარემოება მხედველობაში მისაღებია. ჩვენ ყოველდღე ვიღებთ ინფორმიციას სხვადასხვა ქვეყნიდან. ევროპის გარდა, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ზოგი სამოგზაუროდ, ზოგი – სხვა სტატუსით. რა თქმა უნდა უსამართლობა იქნება, რომ ნაკლები ყურადღენა ეთმობოდეს სხვა ადამიანებს. თუმცა აზიაში, ავსტრალიაში, ამერიკაში – ყველგან ჩვენი საელჩოები აქტიურად მუშაობენ და თითოეული მოქალაქე აღრიცხული ჰყავთ. ისინი მუდმივ რეჟიმში გვაწვდიან ინფორმაციას. ერთია ამ ადამიანების სახლში დაბრუნება, მაგრამ თუ დაბრუნება ამ ეტაპზე შეუძლებელია, ვცდილობთ, რომ ამ მოქალაქეებს ყველა პირობა ადგილზე შევუქმნათ“, – აცხადებს კონსტანტინიდი.

ის აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ზუსტად ვერ იტყვის, ამ ქალაქიდან, ამ მიმართულებიდან დაინიშნება თუ არა რეისები. მისი თქმით, პროცესი დინამიურია და გზადაგზა სხვადასხვა ვარიანტს იხილავენ.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05