LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას რომ ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით ადრე დაიძაბოს: პაატა იმნაძე

188
123

“თუ წესებს დავიცავთ პანდემიასთან ბრძოლა უფრო გაგვიმარტივდება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძემ მოსახლეობას რეკომენდაციების და წესების დაცვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება არ გათამამდება და “კარგად მოიქცევა” ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება და დიდი პრობლემები არ შეიქმნება.

პაატა იმნაძემ ასევ აღნიშნა, რომ დღეს ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი მატარებელია.

“ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს, ვიდრე ამას ველოდებოდით. თუ წესებს დავიცავთ ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლა უფრო გაგვიმარტივდება. რაც შეეხება მატარებლით მგზავრობას, დღეს მატარებელი, ყველა სხვა ტრანსპორტებს შორის, ყველაზე უსაფრთხოა. რკინიგზა საკმაოდ კარგად მოემზადა. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ამ მხრივ რკინიგზით მგზავრობაა, იქ გაცილებთ ადვილია მგზავრების კონტროლი, ბილეთები სახელობითი სიებით არის არის”, – განაცახდა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები