LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი გუნდის სწორი მენეჯმენტის შედეგად, პანდემიის მიუხედავად საქართველოში შემოვიდა Eurowings-ი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი „ვიზეარის“ ბაზა დაბრუნდა” – მარიამ ქვრივიშვილი

38
399730000

„ჩვენი გუნდის სწორი მენეჯმენტისა და სწორი კომუნიკაციის შედეგად, პანდემიის მიუხედავად, საქართველოში შემოვიდა კიდევ ერთი ახალი, ცნობილი ავიაკომპანია Eurowings-ი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი „ვიზეარის“ ბაზა დაბრუნდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „დღის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ორი კარგი სიახლეა – პირველი ყველაზე ღირებული არის ის, რომ პანდემიის მიუხედავად და სწორი მენეჯმენტის შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაში შემოვიდა ახალი, საკმაოდ ცნობილი ავიაკომპანია „ევროვინგზი“. პირველი მიმართულება, რაც გაიხსნა, დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებაა. თუმცა, გვაქვს აქტიური მიმდინარე მოლაპარაკებები, რომ Eurowings-ი ქუთაისშიც ვიხილოთ. აქვე გეტყვით, რომ „ევროვინგზის“ პირველი რეისი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა, სავსე იყო ტურისტებით. დიახ, ასეთი მაგალითები გვიჩენს იმ დადებით მოლოდინებს, რომელიც გვაქვს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ქვრივიშილმა აღნიშნა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოში WizzAir-ის ბაზის დაბრუნებაა.

„გვახსოვს, რამდენად მტკივნეული იყო თითოეული ჩვენგანისთვის კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ბაზის გასვლა ქუთაისის აეროპორტიდან და დიახ, სწორი მენეჯმენტით მოვახერხეთ ის, რომ პანდემიის მიუხედავად, WizzAir-თან სწორი კომუნიკაციით და იმ მაღალი ხარისხის თანამშრომლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს, WizzAir-ის ბაზა რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები