LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი გრეტა თანბერგობაც სააკაშვილს უნდა, როგორც მივხვდი – მიშა მშვილდაძე

435
misha-mshvildadze-2020-12-09-10-56-20-977065

ტელეწამყვანი, სამოქალო აქტივისტი მიშა მშვილდაძე ნამახვანჰესთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ მთავარი ზიანი, რაც ნამახვანგჰესის მშენებლობით მიადგება გარემოს, ეს იმერეთის კლიმატის შეცვლაა, რაც დაუშვებელია.

„ხელები შორს ქართული ბუნებისგან” – მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის აქციას ეხმაურება

“ჩვენი გრეტა თანბერგობაც სააკაშვილს უნდა, როგორც მივხვდი”.-წერს მიშა მშვილდაძე.

შეგახსენებთ,დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის ვადაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია “ენკა” არ გავა ტერიტორიიდან, ისინი მოახდენენ ქალაქ ქუთაისის პიკეტირებას.

ამავე თემაზე:

“დაგვიბრუნონ ხეობა, გაუშვან აქედან თურქული კომპანია” – ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

თუ “ენკა” არ გავა ნამოხვანიდან, მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას, დავაყენებთ მანქანებს, მივატოვებთ აქ და წავალთ სახლებში – ნამოხვანელი აქტივისტი

“კომპანიას შეუძლია სრულად გაიტანოს ექსპორტზე ელექტროენერგია, საფასური კი ყოველ წელს 3%-ით გააძვიროს…ნამახვანჰესის მშენებლობა უკანონოა” – უჩა ნანუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები