LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა – სადაც მტკიცე ოჯახია, იქ მტკიცე სახელმწიფოა – ილია მეორე

215
928a24babdac07bada0b3a5151d05a8d-thumb

ილია მეორემ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო რეზიდენციაში, საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერებისა და მათი წარმომადგენლების მიღებაზე განაცხადა, რომ გასაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ოჯახის პრობლემას.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა, სადაც მტკიცე ოჯახია, იქ მტკიცე სახელმწიფოა,”– განაცხადა პატირარქმა. 

საქართველო, მიყვარხარ - ილია მეორემ მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა

მეტეხის ხიდზე შეკრებილმა მრევლმაც პატრიარქს უპასუხა შეძახილით – გვიყვარხარ

“მე გულითადად მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან მობრძანდით. ტოლერანტობის დღეა, ურთიერთდახმარების, ურთიერთგაგების, დაცვის, იმ ფასეულობების დაცვის, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ვიცავდით ჩვენ და ჩვენი წინაპრები. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ოჯახის პრობლემას. ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა და როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ოჯახი მტკიცე იყოს. სადაც მტკიცე ოჯახია, იქ მტკიცე სახელმწიფოა.აი, ამ ურთულეს დროს ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი პრობლემების წინაშე. ერთსულოვნება და ტოლერანტობა, თქვენ მოგეხსენებათ, აქტუალურია და აუცილებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთსულოვნება შევინარჩუნოთ. მე გისურვებთ ღვთის ლოცვა-კურთხევას, ღვთის დახმარებას კეთილ საქმეებში. დღეს ჩვენ უნდა დავინახოთ გაჭირვებული ხალხი, ჩვენ უნდა დავინახოთ ის ადამიანები, რომელთაც ჩვენზე მეტად უჭირთ და დავეხმაროთ მათ. მადლობელი ვარ, რომ ჩვენთან მობრძანდით, გაიხარეთ“,-ბრძანა პატრიარქმა.

თავის მხრივ, საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს. „ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ და ვითვალისწინებთ თქვენს სიტყვებს და ჩვენს სამრევლოებში ხელს ვუწყობთ ტრადიციული ღირებულებების დაცვას“, – განაცხადეს მათ.

ცნობისთვის, 15 და 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები მიიღო.

“დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება, მწუხარებამ გაგვაერთიანა” – ილია მეორე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები