LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ თავი შევიკაოთ კიდევ 1 წელი: ამირან გამყრელიძე

124
publika.ge-12-000-2-000-5e679720a86a5 (2)

“ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ თავი შევიკაოთ კიდევ 1 წელი. პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას კოვიდწესების დაცვისკენ.

“დისტანცია და წესრიგი უნდა დავიცვათ, დიდი თავყრილობებს თავი ავარიდოთ და ვატაროთ პირბადე, ასევე დავიცვათ სანიტარული ნორმები და აცრები გავიკეთოთ,”- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები