LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ რომ გვქონდეს რეალობის აღქმა, ასე წყნარად არ ვიჯდებოდით” – მერაბ სეფაშვილი დაწესებულ შეზღუდვებზე

250
dsds

მერაბ სეფაშვილი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს.

ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა. მომღერალი აღნიშნავს, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმა, რომელიც იმ ადამიანების დახმარებისკენ იქნება მიმართული, ვინც სამსახურის გარეშე დარჩა.

“რაღაც არარეალურ სამყაროში ვართ, ჩვენ რომ გვქონდეს ამ რეალობის აღქმა, ასე წყნარად არ ვიჯდებოდით, მოქმედებაა საჭირო, უნდა მოვითხოვოთ, კი არ ვთხოვოთ, უნდა მოვითხოვოთ.

სად არის გეგმა, რა გეგმაზეა საუბარი, ან რატომ კეტავ? ან რატომ მხსნი? ისევ უნდა დამკეტო, ზუსტად ვიცი.

2-3 კვირაში იტყვიან, ხომ ვამბობდით, აი მოიმატაო, ან ის ციფრები ვინ უნდა გააკონტროლოს, მე რა ვიცი, მოიმატა? არ მოიმატა? სად მოიმატა? იქამდე მივიდა ხალხი, რომ აღარ სჯერა ამ სათამაშო თოჯინების,”-განაცხადა მერაბ სეფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები