LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, რომ ვიფიქროთ და ვიჭორაოთ წარსულზე: გახარია

85
121096624-210666507154918-6498800372189560043-o

ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, რომ ვიფიქროთ და ვიჭორაოთ წარსულზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა რეგიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წლიდან სვანეთში 24-საათიანი წყლის მომარაგების საკითხი დაიწყება და დასრულდება.

“ბოლო წლების განმავლობაში სვანეთის ინფრასტრუქტურაში ჩაიდო დაახლოებით 150 მილიონზე მეტი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მე შემიძლია გითხართ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა ჩადებს 20 მილიარდ ლარს მინიმუმ და ამ თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება მესტიის და სვანეთისკენ და საერთოდ, მთის მიმართულებით. ის, რაც ვნახეთ ლაღამის უბანში, ისევე როგორც უშგულის თემში, ეს პროექტები გპირდებით, რომ დაიწყება 2021 წლის პირველი ნახევრიდან, ისევე როგორც, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგება მესტიის ასე თუ ისე, წესრიგში იყო მოყვანილი, იქ სტიქიაც დაემატა, წყალი აღარ გვყოფნის. უახლოეს პერიოდში, 2021 წლიდან 24-საათიანი წყლის მომარაგების საკითხი დაიწყება და დასრულდება, ისევე, როგორც ლენტეხის დამაკავშირებელი გზაც აუცილებლად დაიწყება და დასრულდება, ისევე, როგორც ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზა, რომელსაც აშკარად რეაბილიტირება სჭირდება, 2021 წლიდან ამ გზის რეაბილიტირება დაიწყება და ამაზე დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.”- აცხადებს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან” გოჩა ენუქიძეა.

სვანები სიტყვის კაცები არიან და სხვისგანაც საკუთარი სიტყვის პატიოსან შესრულებას მოითხოვენ: კალაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები