LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას და მომავალშიც განვაგრძობთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას: ირაკლი ღარიბაშვილი

73
გარიბაშვილი

ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას და მომავალშიც, არსებულ ფორმატებში განვაგრძობთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულება

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ავღანეთის მისიაში ქართველმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართული მხედრული სული და საქართველოს მთელ მსოფლიოში დაუმკვიდრეს სანდო და საიმედო პარტნიორის სახელი.

„მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენი ჯარის როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და თქვენი ღირსეული მონაწილეობა ნატოს მისიაში ავღანეთში, რომელიც სექტემბრისთვის სრულდება.

ამ მისიაში ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართული მხედრული სული და საქართველოს საქვეყნოდ, მთელ მსოფლიოში დაუმკვიდრეს სანდო და საიმედო პარტნიორის სახელი. ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას და მომავალშიც, არსებულ ფორმატებში განვაგრძობთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას გიხდით სამშობლოს მსახურებისთვის, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები