LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭვანას ხეობაში ახალი ტურისტული პროექტის განხორციელება იწყება

388
118272970-3509144039138451-8168943838290177433-o

ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების კონკურსი გამოცხადდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანას ხეობაში, ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.

სამინისტროს ახალი პროექტი ჭვანას ხეობის ტურისტული პოტენციალის კვლევას და ტერიტორიის განვითარების კონცეფციას ითვალისწინებს.

ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის პროექტი ითვალისწინებს:

➡ტურისტული ბილიკი

➡ხიდი

➡ვიზიტორთა ცენტრი

➡ამფითეატრი

➡ღია პარკინგი

კონკურსის მონაწილეებმა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ.

პროექტის მიხედვით, თავდაპირველად საპროექტო არეალი მომზადდება. ახალი ტურისტული ბილიკი ხაბელაშვილების ხიდიდან წისქვილების სოფლამდე მოეწყობა. ტურისტული ბილიკები ეკო-ტურიზმის სტანდარტებით დაპროექტდება.

კონკურსის ღირებულება 279 000 ლარს შეადგენს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე⤵

https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები