LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩქაროსნული მაგისტრალი კახეთშიც იქნება: თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა იწყება

132
Captures

კახეთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა იწყება. მაგისტრალი 4-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის 35.2 კმ-იანი იქნება.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალის პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, რომელზეც ავსტრიელი და ამერიკული კომპანიები მუშაობდნენ.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადის ინტენსივობა, გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის. როგორიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ მონაკვეთზე გადაადგილების დროს.

საზედამხედველო სამუშაობისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება, მიმდინარე წლის ნოემბერში და დეკემბერშია დაგეგმილი.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორის ნაწილია.

პოპულალურები