LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ადრესატმა“ – პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე გავრცელებულ ჩანაწერზე

115
BeFunky-collage (1)

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გავრცელებული ჩანაწერი, სადაც თითქოს „ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი სანქციებისგან თავის არიდებაზე საუბრობენ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია.

„მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში და საქართველო ჩათრეულ იქნას ომში. ყველაზე კარგი რაც იყო, ჩვენ გუშინ ვიზუალურად ვიხილეთ როგორ მზადდება და როგორ ხდება ამ დეზინფორმაციული კამპანიის განხორციელება. ე.წ. რაღაც ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი ყურით და თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია, მერე როგორ ხდება ამაზე რეაქცია შიგნით და გარეთ, ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართული, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზება პარტიის და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მიერ, შემდეგ როგორ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის – „სირცხვილიას“ მიერ ამის უკვე ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ. მთელი კონვეიერია”,- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჩანაწერები ავთენტურია.

„რა ადასტურებს, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია? გარდა გამოძიებისა, არსებობს საღი აზრი და გამოცდილება. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჩანაწერები ავთენტიკურია. თუკი საუბრებია, ამას ფაქტებიც ხომ უნდა მოჰყვეს? ასეთი არაფერი არ არის. ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ადრესატმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს არ ელოდება.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში “კიბერ კმარას” მტკიცებით “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ, რათა მოიფიქრონ, როგორ აუარონ გვერდი დაწესებულ სანქციებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები