პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემაში „თქვენი კლინიკა“ ჭოჭინის შესახებ ისაუბრა:

„თუ თქვენ შეხვალთ მაღაზიებში, ნახავთ, რომ ჭოჭინების დიდი არჩევნია. ეს ნიშნავს, რომ ბოლომდე ის აკრძალული არაა. ჩემი პასუხი ასეთია, თუ თქვენ აიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვს ტრამვა არ მოუვა, კი ბატონო. მე ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა,  გადავარდნილა ბავშვი, დედას დაუდგია მადუღარა ზედ, ან ცხელი ჩაი და აუღია პატარას, გადაუსხია, მიუღია დამწვრობა. ამიტომ ამერიკის პედიატრთა ასოციაცია ჭოჭინას რეკომენდაციას არ აძლევს, თუმცა ის აკრძალული არაა. როგორც წესი, მშობელი 15-20 წუთის შემდეგ ვეღარ აქცევს პატარას ყურადღებას. განსხვავებულია სიტუაცია ხოხვის დროს, აი ჭოჭინაზე განცდაა, რომ იქ ჩასვავ და ბავშვი უსაფრთხოდაა,“ –  ამბობს მიქელაძე.

მსგავსი თემები