LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებული ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა

108
pjimage

ჩინეთში, ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებული გაყინული ქათმის ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას reuters.com– ავრცელებს.

შენჯენის ჯანდაცვის ხელისუფლებამ, გაყინულ პროდუქტთან შემხებლობაში ყველა პირს ტესტირება ჩაუტარა, თუმცა არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსული ეპიდემიის აფეთქების შემდეგ, რომლის ერთ-ერთი ეპიცენტრი სწორედ პეკინის საბითუმო ბაზრობა იყო, ივნისიდან ჩინეთმა იმპორტირებულ ზღვის და ხორცის პროდუქტებზე სკრინინგის პროცედურა გაამკაცრა და კვლევების წარმოება დაიწყო.

გაყინული ფრთებში “კოვიდ 19” კი სწორედ ასეთი სტანდარტული შემოწმების დროს, დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრმა აღმოაჩინა.

ცნობისთვის, კორონავირუსს -20 გრადუსს ტემერატურის პირობებში სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება 2 წელზე მეტხანს შეუძლია, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, შესაძლებელია თუ არა კოროვირუსის გაყინული საკვების საშუალებით გავრცელება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები