LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთმა წარადგინა მატარებლის პროტოტიპი, რომელსაც საათში 620 კილომეტრის გავლა შეუძლია

132
chinatrain2021

ჩინეთმა წარადგინა მატარებელი, რომელსაც საათში 620 კმ–ის განვითარება შეუძლია.

მატარებელი იმდენად სწრაფია, რომ ისეთ შეგრძნებას ტოვებს თითქოს დაფრინავს.

პროტოტიპი 21 მეტრის სიგრძისაა და მისი პრეზენტაცია ქალაქ ჩენგდუში, სიჩუანის პროვინციაში გაიმართა. ტრანსპორტის შემქმნელებმა დაამზადეს ასევე 165 მეტრის სიგრძის გზაც, რათა მატარებლის მოძრაობის დემონსტრირება შესძლებოდათ.

პროფესორმა ჰე ჩუანმა, რომელიც პირადად მუშაობდა პროტოტიპზე, ჟურნალისტებს უთრა, რომ უსწრაფესი მატარებლი ოპერირებას 3–10 წლის ვადაში დაიწყებს.

„სიჩუანში უნიკალური ბუნებრივი პირობებია, რაც საშუალებას იძლევა რომ ყველაზე საოცარი ექსპერიმენტები ჩავატაროთ. უსწრაფესი მატარებელიც ერთ–ერთი ასეთი იდეა იყო, რომელიც რეალობაში განვახორციელეთ.“

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სარკინიგზო სისტემაა და რკინიგზა 37,000 კილომეტრს მოიცავს.

ქვეყნის პირველი ჩქაროსნული მატარებელი სტარტს 2003 წლიდან იღებს. 431 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტი შანხაის აეროპორტს ქალაქთან აკავშირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები