LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის წამყვანი ონლაინტურისტული სააგენტო საქართველოთი დაინტერესდა

92
020160112002205

ჩინეთის წამყვანი ონლაინტურისტული სააგენტო Ctrip საქართველოს ტურისტული ბაზრით დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარი ბიზნესგეგმების შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას გააცნეს, რომელიც ჩინეთში ვიზიტით იმყოფება.

Ctrip ტურისტული სერვისების ერთერთი უმსხვილესი მიმწოდებელია ჩინეთში. მისი ონლაინპლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია საქართველოს შესახებ ტურისტული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჩინელი პოტენციური ტურისტებისთვის.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოში ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა დადებითი დინამიკით ხასიათდება. მაგალითად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ჩინეთიდან 75 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა. თუმცა 2019 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში იმაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე მთლიანად 2018 წელს. მინისტრის თქმით, ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითად იმოქმედა პირდაპირმა ფრენებმა ჩინეთთან (ამჟამად ჩინური ავიაკომპანია „China Southern Airlines“ კვირაში 4 რეგულარულ რეისს ასრულებს პეკინიდან და ურუმჩიდან).

ჩინური ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ტურისტული პოტენციალი და აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა შესაძლებლობა მეტი ჩინელი ტურისტი მოიზიდოს. ასეთ მიმართულებებად გამოიყო ღვინის ტურიზმი, საქართველოს ისტორიული ქალაქები, კულინარია, აჭარის საზღვაო სანაპირო და სხვ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები