LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა

144
BeFunky-collage (1)

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, თბილისში დაბრუნდნენ. მათ აეროპორტში სპეციალური შემოწმება უტარდებათ.

ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ – ისინი სამშობლოში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ

ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი თამარ არჩუაძე დახვდა.

“მათ გაიარეს საკარანტინო პერიოდი გამოფრენამდე. ისინი ჩამოფრინდნენ დუბაის გავლით, სადაც ასევე გაიარეს საკარანტინო პროცედურები. ამჟამად ისინი იღებენ რჩევა-დარიგებას, თუ რა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც დაბრუნდებიან სახლში”, — განაცხადა არჩვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 29 იანვარს ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.

კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები