LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭილის ტბაზე სასტუმრო აშენდება – ეს ქართული ტბაა, რომელიც წლის ყველა სეზონზე მშვენიერია

3075
51626-1

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, სოფელ თელოვანის მიმდებარედ არსებულ ჭილის ტბაზე სასტუმროინსფრასტრუქტურა მოეწყობა, რისთვისაც არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.

პროექტის მხარდასაჭერად შპს „მეიდანიას“ ჭილის ტბაზე არსებული 30 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ელექტრონულ აუქციონზე გადაეცა.

ჭილის ტბის შესახებ

ჭილის ტბა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელოვანში მდებარეობს, მუხათგვერდის სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში, ზღვის დონიდან 1130 მეტრზე. თუკი გრძელ ლაშქრობებში წასვლას ვერ ახერხებთ და თბილისთან ახლოს ლამაზ ადგილს ეძებთ ბუნებაში განტვირთვისთვის, ჭილის ტბა ნამდვილად მოგეწონებათ. ტბა ლამაზია წლის ყველა სეზონზე, მწვანეში ჩაფლული, შემოდგომის ფერებით აფერადებული თუ ზამთრის სითეთრეში გახვეული. ჭილის ტბა ზამთარში იყინება, ისე რომ ყინულზე სეირნობაც შეგიძლიათ. ამ ადგილს თევზაობის მოყვარულებიც ხშირად სტუმრობენ. აქ შეგიძლიათ როგორც საპიკნიკედ გასეირნება, ასევე მცირე ლაშქრობის მოწყობა. გზად თბილისისა და კავკასიონის ულამაზესი ხედებითაც დატკბებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები