LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჭიების წამალი ტოქსიურია და მისი თვთნებურად მიღება არ შეიძლება!“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

10424
imga-mauchishvili-enws345

„ნიუს ჰოსპიტალსის“ პედიატრიული ამბულატორიისი სამსახურის უფროსი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი რეგიონებში ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატის არამიზნობრივ მოხმარებაზე წერს:

„ბოლო პერიოდში ხშირად მაქვს შემთხვევები, როდესაც (განსაკუთრებით, რეგიონებიდან ჩამოსული ) პაციენტების მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი შვილები, სკოლის ექიმის მითითებით ღებულობენ ანტიჰელმინთურ (ჭიის საწინააღმდეგო) მედიკამენტს 6 თვეში ერთხელ, პრევენციის მიზნით, რამაც ძალიან შემაშფოთა და გამაოცა. მოვიძიე ინფორმაცია და მართლაც ასე ყოფილა, ოღონდ არ ვიცი ვისი მითითებით ხდება ეს… მინდა მოკრძალებულად ვთხოვო ჩემს კოლეგებს, მშობლებს, რომ ნუ მიაღებინებენ ბავშვებს, ასე ხელაღებით ამ ჯგუფის (ანტიჰელმინთურ) მედიკამენტებს. მითუმეტეს წელიწადში 2 ჯერ, ყოველგვარი კვლევის და კლინიკური სიმპტომების გარეშე‼️

მინდა განვმარტო, რომ ჰელმინთები ცხოვრობენ ჩვენთან ერთად ამ სამყაროში, რაც ჩვენს თანაცხოვრებას გარდაუვალს ხდის‼️ ბავშვის ორგანიზმის გათავისუფლება მათგან და მათი კვერცხებისგან, მედიკამენტის მიღების შემდეგ არის ძალიან ხანმოკლე ეფექტი (განსაკუთრებით მახვილა ჭიების შემთხვევაში) ხოლო მედიკამენტი,რომელიც ამ თუნდაც ხანმოკლე შედეგს იძლევა, არის ძალიან ტოქსიური, ის ანადგურებს ჰელმინთებს და ბავშვის ღვიძლს თირკმელს და ნაწლავის მიკრობიოტასაც დაუნდობლად ებრძვის!!! ჰელმინთები ჩვენს ორგანიზმში მრავლდებიან გარემოდან მათი კვერცხების მოხვედრის შემდეგ!!! ისინი ძირითადად ნაწლავის სანათურში ბინადრობენ (ენტერობიუსი,წვრილი,მახვილა ჭია,ასკარიდა) თუმცა სხვადასხვა ორგანოებშიც შეიძლება ჩასახლდნენ სისხლის მიმოქცევის ნაკადით… მშობლები ხშირად ორ ძირითად სიმპტომს ასახელებენ, კბილების კრაჭუნი (ბრუქსიზმი), რაც თითქმის 80%-ში არ არის ჰელმინთოზის ნიშანი (ახასიათებთ ემოციურ,ჰიპერაქტიურ ბავშვებს,ჩაძინების სხვადასხვა ფაზაში) ძლიერი ნერწყვდენა, იგივე ჰიპერსალივაცია,იგივე სველი ბალიშის სინდრომი ძილში, რაც აგრეთვე არ არის ჰელმინტოზისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი გამოვლინება, ეს მოვლენა ახასიათებს გასტროეზოფაგურ რეფლუქსს, ცხვირის უკანა კედელზე ნაზალური სეკრეტის ჩანადენს, ქრონიკულ რინიტს, ფარინგიტს და ა.შ ‼️ ჰელმინტის კვერცხები ადამიანის ორგანიზმში ხვდება დაბინძურებული გარემოდან ჭუჭყიანი ხელების,გაურეცხავი ხილის და ბოსტნეულის,თერმულად კარგად დაუმუშავებელი ხორცისა და თევზეულის მეშვეობით,ასევე დაბინძურებული წყლით… ‼️‼️‼️ ჰელმინთოზის კლინიკური გამოვლინება ძლიან გავს სხვა ბევრი დაავადების კლინიკას,მაგრამ

?თუ თქვენი ბავშვი ხშირად იტკიებს მუცელს ჭიპის ირგვლივ, აქვს ოსსალგიები(ძვლების ტკივილი) ღებინების შეგრძნება დილაობით,ნერვული აგზნებადობა,გახდა,არ ჭამს,ასთენიურია,ნაწლავთა არასტაბილური მოქმედება აქვს,კანს შეერია სიფერმკრთალე ან სიყვითლე,აღენიშნება ანალური ქავილი,ხშირად აქვს ცისტიტი თქვენს გოგონას,ან უბრალოდ ქავილი სასქესო ორგანოს მიდამოში,ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ,თქვენი ოჯახის ექიმი ჩაგიტარებთ,სხვა კვლევებთან ერთად,პარაზიტოლოგის კონსულტაციას,რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ კომპეტენტურ დანიშნულებას

❗️მანამდე კი იცხოვრეთ მშვიდად. ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ, ფუთფუთებენ❗️.

გახსოვდეთ,რომ თქვენი შვილის ორგანიზმის სრული გასტერილება შეუძლებელია და სხვათაშორის საზიანოც‼️‼️. არარაციონლური და არაკომპეტენტური მკურნალობა,მედიკამენტების გამოყენება ანგრევს მზარდ ორგანიზმს!!! ბავშვის კოლბაში გაზრდა შეუძლებელია‼ თუმცა ჰიგიენური ნორმების დაცვას ადრეული ასაკიდან უნდა ვაზიაროთ ბავშვი, რაც თავიდან ძალიან გაგაწვალებთ. შემდეგ კი გასიამოვნებთ,რადგან თქვენს შვილს ჰიგიენური ნორმების დაცვის კულტურა ჩამოუყალიბდება!!!! არსებობს უამრავი ხალხური (აპრობირებული) მეთოდიც ჰელმინთებთან საბრძოლველად,რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა,მაგრამ მაინც შეუთანხმეთ თქვენს ექიმს ბავშვის მკურნალობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება‼ჯანმრთელიბას გისურვებთ.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები