LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

188
4753

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. გაფიცულებმა ჭიათურის ის შესასვლელი გზები გადაკეტეს, საიდანაც მანგანეზით დატვირთული ავტომობილები გადაადგილდებიან. გაფიცულები მხოლოდ სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავენ.

მათი თქმით, ამავდროულად 15 მაღაროელი შიმშილობას აგრძელებს.

მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას გუშინ დღის მეორე ნახევარში მიმართეს. მათ ღამე კარავში გაათენეს. ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები