LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩერნობილი“ – ახალი სერიალი HBO-სგან, რომელსაც ახლა ყველა უყურებს

1645
cq5dam.web.1200.675

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ჩაგირთავთ HBO-ს ახალი მხატვრული სერიალი ჩერნობილის კატასტროფის შესახებ, თქვენ არ გინახავთ 2019 წლის ერთ-ერთი მთავარი შოუ. 9,6 – სწორედ ასეთი შეფასება აქვს კინოსაიტზე imdb ზემოხსენებულ ხუთსერიიან ფილმს უკრაინაში 1986 წელს მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომელმაც უამრავი სიცოცხლე შეიწირა.

შოუს შემქმნელმა, „ჩერნობილის“ სცენარისტმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა, ქრეიგ მაზინმა ჩერნობილის კატასტროფის გამოძიება 2014 წელს დაიწყო. თავისი რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად გაეცნო არაერთ წიგნს, სადაც ტრაგედიის შესახებაა მოთხრობილი, ასევე როგორც საბჭოთა კავშირის დროინდელს, ასევე მის ფარგლებს გარეთ შექმნილ სამთავრობო დასკვნებს და წაიკითხა თვითმხილველების მონათხრობი. გარდა ამისა, ის თავად ესაუბრა დარგის სპეციალისტებს და ყოფილ საბჭოთა მოქალაქეებსაც, იმის გასაგებად, როგორი გარემო იყო ტრაგედიის დროს, კერძოდ, 1986 წელს.

ახალი სერიალი არა მხოლოდ აღწერს ამ დრამას, არამედ აჩვენებს უდიდეს მსხვერპლს, რომელიც წარმოუდგენელი ტრაგედიის წინაშე დააყენებდა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, არამედ ევროპასაც.

მინისერიალის პირველი ეპიზოდი ამა წლის 6 მაისს გამოვიდა. მასში მონაწილეობენ „ემის“ ნომინანტი ჯარედ ჰარისი, სტელან სკარსგარდი, რომელიც მაყურებელს „მელანქოლიიდან“ და „ჭკვიანი უილ ჰანტინგიდან“ ემახსოვრება და „ოსკარის“ ნომინანტი ემილი ვატსონი.

ფილმის რეჟისორი იოჰან რენკი გახლავთ, რომელიც პოპკულტურაში ძალიან კარგად არის ცნობილი, ვინაიდან მას ისეთი შემსრულებლების საკულტო ვიდეოკლიპები გადაუღია, როგორებიც მადონა და დევიდ ბოუია. მანვე გადაიღო ტელესერიალის Breaking Bad რამდენიმე ეპიზოდი, თუმცა როცა „ჩერნობილის“ პირველ ორ სერიას ნახავთ, აუცილებლად დაგვეთანხმებით, რომ მისი კარიერის ერთ-ერთი კაშკაშა ეპიზოდი სწორედ ახლა იწერება.

სერიალში ასევე ჩართულები არიან „სამეფო კარის თამაშების“ და „შავი სარკის“ აღმასრულებელი პროდიუსერები.

ჯერჯერობით სერიალის მხოლოდ ორი ეპიზოდია გამოსული. მესამეს კი მისი თაყვანისმცემლები, რომლებიც უკვე მრავლად შეიძინა, ინტერნეტის საშუალებით სერიალის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებენ. განსაკუთრებით ბევრი გამოხმაურება ამ ტრაგედიის მონაწილეთაგან მიიღო. უკრაინიდან შოუს შემქმნელებს მადლობას უძღვნიან და წერენ, რომ მოვლენების ასეთი ზედმიწევნით აღწერა და სცენარისტებისა და მხატვრების უნაკლო მუშაობა გასაკვირია და იმავდროულად, აღსაფრთოვანებელი – „საბჭოთა კავშირში გავიზარდე და ის, როგორც HBO ამ ტრაგედიას გადმოსცემს, არის ძალიან ზუსტი და განმაცვიფრებლად მართალი“, აღნიშნავს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი.

„ჩერნობილი“ უკრაინასა და ლიტვაში გადაიღეს. მისი მესამე ეპიზოდი 20 მაისს გამოვა. სერიალი კი 3 ივნისს, მეხუთე ეპიზოდით დასრულდება.

სერიალს თაყვანისმცემლების არმია გაუჩნდა საქართველოშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები