LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემთვის ნიკა მელია არის სიმბოლო შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის, რის გარეშეც არაფერი გამოვა” – მიხეილ სააკაშვილი

94
BeFunky-collage (1)

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნიკა მელიას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მელია მისთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლოა.

“ჩემთვის ნიკა მელია არის სიმბოლო შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის, რის გარეშეც არაფერი გამოვა” – მიხეილ სააკაშვილი

„მინდა მოგილოცოთ პირველი ელექტრონული არჩევნების ჩატარება და ნიკა მელიას მინდა მივულოცო გამარჯვება. ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი გამოვა იმიტომ,რომ ჩვენ ვართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე. მინდა ჩვენს ათასობით აქტივისტს დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ამდენი წელი უძლებს რეპრესიებს, შევიწროებას, არ ღალატობს იდეას და მთავარ საქმეს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ არჩევნებში. მინდა გითხრათ, რომ მომავალში, როგორც კი ამ უზურპატორებს ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ, ყველა ძირითადი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიერ სწორედ ასე იქნება მიღებული ელექტრონულად, არჩევნებში ღილაკზე თითის დაჭერით, მთელ მსოფლიოში ქართველები გადაწყვეტენ თავის სამშობლოს ბედს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ლევან ვარშალომიძეს, რომელმაც უკრაინის მთავრობაში ძალიან დიდი თანამდებობაზე უარი თქვა, აჭარასა და საქართველოში დიდი მოძრაობა გაშალა, დაბრუნდა და ბოლომდე იბრძვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ოპოზიციასთნ ერთად ამ არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ის ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა. ქართველ ხალს ეიმედება თითოეული ჩვენგანი და ვეიმედებით ჩვენ, რომ მას ამ გამარჯვებას დავუბრუნებთ. ამისთვის ახლა უნდა აგორდეს საბოლოო, გადამწყვეტი ტალღა, რომელიც უზურპატორს, ოლიგარქს და მის მიერ შექმნილ მარიონეტულ რეჟიმს წალეკავს და საქართველოს დაუბრუნებს მშვიდობას, განვითარებას და კეთილდღეობას. თითოეული ქართველი იმედის თვალით შემოგვყურებს. ახლა მთავარია შევინარჩუნოთ ერთიანობა და ბოლომდე შევუტიოთ. ჩვენი საბოლოო გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ამის ღრმად მრწამს და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები