LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს ვალდებულებას, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ: სააკაშვილი

94
მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” მიერ, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება.

ფეისბუქმიმართვაში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, “ნაციონალური მოძრაობა”  შარლ მიშელის ხელშეკრულების ყველა პუნქტს ასრულებდა, “ქართულმა ოცნებამ” კი ყველა თავისი ვალდებულება ფეხქვეშ გათელა.

მისივე თქმით, თავის ვალდებულებას, რომელიც აიღო ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შეასრულებს:

“ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემს ვალდბეულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ვერ ეღირსება ამეჯრად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია. ახლა უკვე საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების, მენდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არასდროს არ გიღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები.

“ნაციონალური მოძრაობა” მთელი ეს პერიოდი ასრულებდა შარლ მიშელის ხელშეკრულების უკლებლივ ყველა პუნქტს, მიუხედავად მისი არასრულყოფილებისა. “ქართულმა ოცნებამ” ფეხქვეშ გათელა ყველა თავისი ვალდებულება. ამჯერად, უკვე ევროკავშირის რეფერენდუმი გარდაიქმნება საერთო, სახალხო რეფერენდუმად – ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე”, – აცხადებს სააკაშვილი.