LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს შვილს ქეთიმდე ჰყავდა პირველი ცოლი, რომელსაც ხშირი კონფლიქტების გამო გაშორდა“.. – რას წერია ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამის ჩვენებაში

1516
ფორტუნა (3)

ქმრის მიერ მოკ­ლუ­ლი ქეთი ედი­ბე­რი­ძე მშობ­ლი­ურ დმა­ნის­ში დღეს დაკ­რძა­ლეს. ის ქმარ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ძილ­ში, ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბა თბი­ლის­ში სამ­შა­ბათს მოხ­და. ცოლ-ქმა­რი დე­და­ქა­ლაქ­ში ორ­შა­ბათს ჩა­ვი­და, რათა ბავ­შვის­თვის გეგ­მუ­რი აცრა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. ამის შემ­დეგ ვარ­კე­თილ­ში, ედი­ბე­რი­ძის ქმრის, გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის მა­მის სახ­ლში წა­ვიდ­ნენ.

მკვლე­ლო­ბას სწო­რედ ბრალ­დე­ბუ­ლის მამა შე­ეს­წრო. რა მოხ­და ზუს­ტად არა­ვინ იცის. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ ცო­ლის დაჭ­რის შემ­დეგ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი კავ­ლე­ლიშ­ვილ­მა თა­ვა­დაც მი­ი­ყე­ნა.

„მთა­ვა­რი არხი“ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის ახალ დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს. ირ­კვე­ვა, რომ ქეთი ედი­ბე­რი­ძე კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის მე­ო­რე ცოლი იყო. პირ­ველ ცოლ­თან ბრალ­დე­ბულს ორი შვი­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბის­თვი­საც მა­მო­ბა თით­ქმის არ გა­უ­წე­ვია.

„ექიმმა თქვა, არ იცის, რომ მეუღლე გარდაცვლილია და არ უნდა იცოდეს, რადგან შეიძლება დაზიანებები მიიყენოსო“ – ვარკეთილში, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

რა წე­რია ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მის, ოთარ კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­ში:

„ჩემი შვი­ლი გი­ორ­გი პირ­ვე­ლად და­ო­ჯახ­და 8 წლის წინ და ცო­ლად შე­ირ­თო თ.კ., რო­მელ­თა­ნაც შე­ე­ძი­ნა ორი შვი­ლი. გი­ორ­გი და მისი მე­უღ­ლე ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ ორი-სამი წელი, რის შემ­დე­გად და­შორ­დნენ. დას­მულ კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ გი­ორ­გის და მისი ცო­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და მათ შო­რის ხში­რი კონ­ფლიქ­ტი, რაც ძი­რი­თა­დად გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო გი­ორ­გის საქ­ცი­ე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და გი­ორ­გის მა­შინ­დელ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის და სხვა­დას­ხვა აბე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ში“.

რას ამ­ბობს ჩვე­ნე­ბა­ში გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის მა­მის მე­ზო­ბე­ლი?

„კარ­ზე მე­ზო­ბე­ლი გვიბ­რა­ხუ­ნებ­და, როცა კარი გა­ვა­ღეთ გვი­თხრა, გოგ­ლამ ცოლი დაჭ­რა, ავ­ხე­დო­თო. გა­და­ვიც­ვით ტან­საც­მე­ლი და ავე­დით მათ­თან. უკვე პო­ლი­ცია იყო მო­სუ­ლი. ბი­ნა­ში რომ შე­ვე­დი ოთარ კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი შემ­ხვდა, რა ხდე­ბა თქო, ვკი­თხე, მაგ­რამ აღელ­ვე­ბუ­ლი იყო და ვე­რა­ფე­რი მი­პა­სუ­ხა. შემ­დეგ და­ვი­ნა­ხე კავ­ლე­ლაშ­ვი­ლე­ბის მე­ზო­ბე­ლი, რო­მელ­საც გი­ორ­გის და ქე­თის ჩვი­ლი ეჭი­რა და სა­ძი­ნე­ბელ ოთა­ხის კარ­თან იდგა. სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში რომ შე­ვი­ხე­დე და­ვი­ნა­ხე, რომ ია­ტაკ­ზე იწვა ქეთი ედი­ბე­რი­ძე, მას ზე­მო­დან ნა­ჭე­რი ეფა­რა, რო­მე­ლიც სულ სის­ხლით იყო მოს­ვრი­ლი. თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭუ­ლი ჰქონ­და და ურე­აქ­ცი­ოდ იწვა“.

ამავე თემაზე:

„მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია.. ალბათ სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა“ – 27 წლის გოგოს მკვლელობის საქმის დეტალები

„ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი.. 4 თვის ბავშვი ჰყავთ.. ყვე­ლა შოკ­შია მომ­ხდა­რით“ – რას ამბობენ ახლობლები ქმრის მიერ მოკლულ 27 წლის გოგოზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები