LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს შვილს ის კიბიდან არ დაუგორებია – მე-6 კლასელი გოგონას დედა სასამართლოში ჩივილს აპირებს

1544
გოგონა

დღეს დილიდან ხმაურია რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლაში – მშობლები ერთ-ერთი მეექვსეკლასელის სხვა სკოლაში გადაყვანას ითხოვენ.

ისინი აცხადებენ, გოგონა საფრთხეს წარმოადგენს და შვილების სკოლაში გაშვება ეშინიათ.

ადგილზე იმყოფებოდა თავად მოსწავლე და მისი მშობელი, რომელიც აცხადებს, რომ მასწავბელები ცრუობს. გოგონას დედა აცხადებს, რომ ცილისწამებისთვის ის სასამართლოში დავას აპირებს.

მუსიკის პედაგოგის – ნანა წიქარიშვილის ბრალდებებს ნაწილობრივ აღიარებს თავად მე-6 კლასის მოსწავლე. ის ამბობს, რომ წიქარიშვილს უთვალთვალებდა, თუმცა მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

მასწავლეველი ჰყვება, რომ მე-6 კლასელმა გოგონამ მას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა. ის ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ წუთებში სკოლის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. სკოლაში იმყოფება რუსთავის მერიც.

ინფორმაციას და ვიდეოს info rustavi ავრცელებს.

 

პოპულალურები