LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეანიმაცია, სამწუხაროდ, ვერ მივიღებ – ლევან რატიანი

199
Untitled

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, საწოლფონდის არარსებობის გამო, მის კლინიკაში ამ ეტაპზე 1 ადგილიც კი არ არის.

მკურნალობას საავადმყოფოში 130 კოვიდინფიცირებული გადის, 35-მდე პაციენტი კი, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

“პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლიმიტი, ამ ეტაპზე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ლევან რატიანის ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეანიმაცია, სამწუხაროდ, ვერ მიიღებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის, ამ კლინიკის რეალობა…

"სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს" - ზურაბ გურული

"ჩვენ სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ მივცეთ მცირეოდენი ჟანგბადი ჩვენს ჯანდაცვის სისტემას"

ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის არარსებობის გამო. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისევ ისე, როგორც ვაკეთებდით, კონსერვატორიული მიდგომა, თუ არ აირჩია სახელმწიფომ, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, როგორც 2X2=4-ია, აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა. ვიძახდი და გავიმეორებ, ჩვენც რესურსი გვაქვს, აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, გარდაუვალია და აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად, რაც ძალიან ცუდია და სულ ამაზე მტკიოდა გული, რომ ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს,” – განაცხადა რატიანმა “რუსთავი2-თან.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები