LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ იდეა შემომთავაზოთ?- რატომ არ გადავიდა გახარია თვითიზოლაციაში

185
gaxaria 22

პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გურიაში ჩატარდა, წესები მკაცრად დაიცვა, პირბადე არ მოუხსნია, თუმცა გადამოწმების მიზნით კორონავირუსზე ტესტირება მაინც გაიარა და არ არის კოვიდინფიცირებული.

გიორგი გახარია მთავრობის სხვა წევრებთან და პარტიის ლიდერებთან ერთად გურიაში იმ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც დეპუტატი ნინო წილოსანიც იმყოფებოდა და რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“არ ვიცი ნინო წილოსანი თავისი ცხოვრების რა ნაწილზე საუბრობდა, რომ პირბადე ეკეთა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პირობებში, როცა ჩვენ გვქონდა ამ კამპანიაში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველას – მეც, ნინო წილოსანსაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრსაც გვეკეთა პირბადე. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ვთქვათ, ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, უმაღლესი. როდესაც ჩემს მოქალაქეეთან ვსაუბრობ, პირბადეს ვატარებ ყოველთვის, მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ჩემს თანამშრომლებთან მაქვს, რომელთანაც გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მე მაინც წავედი და ეს ტესტი გავიკეთე, პასუხი არის უარყოფითი. რა გინდათ ახლა თქვენ, როცა მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით?”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა რეკომენდაციას ვიცავდი: ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები