LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს კოლეგებს ბევრი რამ უბრალოდ არ ესმით, მათ შორის არ ესმით ის, თუ რა წერია ამ 7 მოთხოვნაში, თორე ასეთ სისულელეს, რომ პარლამენტში შესვლა გვინდა არ იტყოდნენ” – იაგო ხვიჩია

75
1

„გირჩმა“ საზოგადოებას 7 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომლის შესრულების შემთხვევაში, ისინი პარლამენტში შევლენ.

ბოიკოტის რეჟიმს შევწყვეტთ, თუ „ქართული ოცნება“ ჩვენს მიერ განსაზღვრული 7 საკითხიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტას დათანხმდება: “გირჩი”

„გირჩის“ შეთავაზებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ „გირჩს“ ამ მოთხოვნებით პარლამენტში შესვლა უნდა და უბრალოდ გზებს ეძებს.

აღნიშნულ თემაზე, რადიო “ფორტუნას”ეთერში გადაცემაში “დღის თემა” “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.

„ჩემს კოლეგებს ბევრი რამ უბრალოდ არ ესმით, მათ შორის არ ესმით ის, თუ რა წერია ამ 7 მოთხოვნაში, თორე ასეთ სისულელეს, რომ პარლამენტში შესვლა გვინდა არ იტყოდნენ.

სინამდვილეში შვიდივე მოთხოვნა, რომელიც ჩვენ დავაყენეთ, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე, ოპოზიციის მიერ დაყენებული რიგგარეშე არჩევნები.

ჩვენ შევარჩიეთ 7 უმნიშვნელოვანესი საკითხი ამ ქვეყანაში, რომელთაგან ერთ-ერთის მოგვარებაც კი მნიშვნელოვნად შეცვლიდა საქართველოში ადამიანთა მდგომარეობას, ეს ჩვენ დაგვეტყობოდა.

მიუხედავად იმისა, რომ შვიდივე საკითხი ძალიან მნიშვენლოვანია, პირადად ჩემთვის მოსამართლის არჩევითობა და პოლიციის შერიფების არჩევითობა არის ის ორი საკითხი, რომელსაც ყველაზე მეტად გამოვარჩევდი და ამავდროულად ვიცი, რომ ეს ორი საკითხია ყველაზე რთულად მისაღწევი.“-განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.

უცნაური, შანტაჟის განცხადება, თუ პარლამენტში შესვლისთვის წვალება – ვინ როგორ გაიგო „გირჩის“ 7 პუნქტიანი გეგმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები