LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი შვილი „დაბოლილი“ და ნასვამი იყო – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის მამა

2133
BeFunky-collage (8)

არასრულწლოვნის მამა, თეიმურაზ ხომასურიძე, ნიკა გვარამიას გადაცემაში გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ საუბრობს.

მისი შვილი, არასრულწლოვანი ზ.ხ შაქარაშვილის საქმის ბრალდებულია.

როგორც მამა განმარტავს, მისი შვილი ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე, ნარეკვავში, მეზობელსა და ოჯახის ახლობელს, ვახტანგ ჩიქოვანს გაყვა – “ჩემი შვილი შენობაში იყო და გარეთ დაინახა, რომ ჩხუბი იყო. ჩიქოვანი მივიდა, არ გვინდა ჩხუბი, გოგოს დაბადების დღეაო, თავში ჩაარტყეს რაღაც, გადაუჩეხეს თავი და მაგ დროს მოდის ჩემ შვილთან, წამოდი წამიყვანე ნახალოვკაში, გვცემენო. თავგატეხილი ცუდად იყო, წამიყვანეო და ჩემს შვილს მართვის მოწმობა არ აქვს და დასვეს ვიღაც სხვა, არ ვიცი.. და წამოვიდნენ ნახალოვკაში “ტოიოტა ქამრით”.

თამაზ ხომასურიძე იხსენებს, როგორც შვილმა მოუყვა, თბილისში წამოსულებმა ნარეკვავში ორი მანქანა და ორი ბიჭი დატოვეს. “გზაში მოილაპარაკეს, რომ დაბრუნებულიყვნენ და ის ბიჭებიც წამოეყვანათ და მანქანებიც. ჩავიდნენ ისევ იქ, ის მძღოლები ჩაისვეს იმიტომ რომ წამოეყვანათ საბურთალოელები რომ დახვედროდნენ, კიდევ ჩხუბი რომ არ მოსვლოდათ და არ ეცემათ ეს ბიჭები. ადგილზე ჩასულებს აგარაკზე აღარავინ დახვდათ”. 

მისივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი ზ.ხ. დაბადების დღის ღამით ნასვამი იყო, მოწეული ჰქონდა მარიხუანაც და ამბობდა რომ, “ნახევარი არ მახსოვსო”.

„მან უბრალოდ მითხრა, რომ ჩხუბი მოუვიდათ და ქეიფი აღარ ღირდა… გაეღიმა… იქ, რომ ვინმე მოეკლა, ხომ არ გაიცინებდა“-ამბობს ხომასურიძე.

ცნობისთვის, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს.

შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 17 პირი.

„ტოიოტა ქამრიში“ მყოფი 5 მგზავრის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები