LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი სახელით ვიღაც იტყუება, არანაირი გათამაშება და ფულადი პრემიები”- სოფო ნიჟარაძე მოქალაქეებს აფრთხილებს

319
sofonijaradze20918-2020-09-18-09-11-37-561165

მომღერალი სოფო ნიჟარაძე მოქალაქეებს აფრთხილებს და წერს, რომ სოციალურ ქსელში მისი სახელით გარკვეულ საიტებზე დეზინფორმაცია ვრცელდება.

“ჩემი სახელით ვიღაც იტყუება, არანაირ ლაივში არ ვარ და მხოლოდ ერთი ოფიციალური, ვერიფიცირებული გვერდი მაქვს. არანაირი გათამაშება და ფულადი პრემიები, არ დარეგისტრირდეთ საიტებზე, ტყუილია!

REPORT თუ მსგავსი გვერდი შეგხვდებათ!”- წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ სოფო ნიჟარაძე აშშ-ში იმყოფება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას იქ გოგონა შეეძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები