LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ოცნება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაა”-თინა კანდელაკი

342
კანდელაკი

რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი Sputnik-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ოცნება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაა და თუ 6 წელიწადში საქართველოს საგარეო კურსი არ შეიცვლება და რუსეთთან ურთიერთობები არ დალაგდება არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში მოვა. თუმცა კანდელაკი იმასაც აღნიშნავს, რომ აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია პოლიტიკაში წასვლის საფუძველი არ არის.

„რუსეთში ბევრი პროექტი მაქვს, რომლებიც უნდა დასრულდეს. სულ მალე 44 წლის გავხდები, ჰიპოთეტურად 50 წლის ასაკში ამაზე ფიქრი შეიძლება,“- აცხადებს კანდელაკი

კანდელაკი თვლის, რომ რუსეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეს შეუცვლელი ფაქტია.

„წლების განმავლობაში ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული პოზიცია მაქვს: მჯერა, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ურთიერთობაც ფუნდამენტურია. ჩემი, ისევე როგორც ბევრი ქართველის ოცნება, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცხოვრობენ, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაა, მაგრამ არ ვიცი როგორ.

ამ კითხვის პასუხი რომ ვიცოდე, გავიგებდი როგორ, რა ნაბიჯები გადავდგა და დარწმუნებული ვიქნებოდი შედეგში, მაშინ წამოვდგებოდი და ვიტყოდი: იცი, საქართველოში მინდა დავბრუნდე და ამ პროცესს ვუხელმძღვანელო. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ვიმედოვნებ საქართველოში ვინმე საგარეო პოლიტიკის მშენებლობის ამ პროცესს წარმართავს, რაც, ჩემი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“.

ინტერვიუში კანდელაკმა ასევე განცხადა, რომ მას საქართველოს პრეზიდენტობა არ სურს.  ის 9 აპრილის თემასაც შეეხო და თქვა, რომ  ფილმის გადაღება სურდა. თინა კანდელაკი ფიქრობს, რომ 9 აპრილი, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობის “ხარვეზია”. ეს ერთი კონკრეტული ადამიანის, გორბაჩოვის გადაწყვეტილების შედეგი იყო და საქართველოს მიმართ რუსეთის დამოკიდებულება აქ არაფერ შუაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები