LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი და ანუკის გზები გაიყარა… ჩვენი დაშლის დროს იყო მომენტები, რომელიც ჩემთვის მტკივნეული იყო” – რას ამბობს ბიჭოლა ანუკი არეშიძესთან გაწყვეტილ საქმიან ურთიერთობაზე

3132
ფორტუნა (15)

„ნანუკას ჟორჟოლიანის შოუს“ სტუმარი დიზაინერი ბიჭოლა იყო.

ბიჭოლამ მის შემოქმედებით გზაზე ისაუბრა.

„ხუთი წლიდან ვიცოდი, რა უნდა გამოვსულიყავი. რომ მეკითხებოდნენ, რა გინდა გამოხვიდეო, ვპასუხობდი: მოდელიორი- მეთქი“. – იხსენებს ბიჭოლა.

ბიჭოლამ კიევში წასვლის პერიოდი გაიხსენა.

კითხვაზე, შენთვის პირველი ტრამპლინი იყო ანუკისთან ერთად კიევში წასვლა? ბიჭოლა პასუხობს:

„რა თქმა უნდა ეს იყო ერთი ნაბიჯი წინ. გადავწყვიტეთ, წავსულიყავით არა მილანში, არამედ კიევში და ამ ქალაქიდან დაგვეწყო ჩვენი ბრენდის გაკეთება. საკმაოდ წარმატებულად შევედით უკრაინის ბაზარზე, მაგრამ 2 წელიწადში ჩემი და ნანუკას გზები გაიყარა. არ მქონდა იმის მომენტი, მეფიქრა, რომ მე აქ უნდა დავბრუნებულიყავი. დავრჩი უკრაინაში. იყო რა თქმა უნდა, დაშლის დროს მომენტები, რომელიც ჩემთვის  მტკივნეული იყო, მაგრამ დიდ სურათში კარგად ვხედავ და აგიხსნი, რატომ. ჩემ ცხოვრებაში პარტნიორების მოსვლა და წასვლა ძალიან დროულად ხდება. რაც ჩვენი გზები გაიყო, ერთი წლის განმავლობაში კარიერულად ნაბიჯები წინ გადავდგი. კიდევ უფრო მეტად პოპულარული გავხდი. “. – იხსენებს  ბიჭოლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები