LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემგან კანდიდატების შეფასება გაუმართლებელია – წულუკიანი მოსამართლეების სიაზე

22

თეა წულუკიანის თქმით, მისი მხრიდან რომელიმე უვადო მოსამართლეობის კანდიდატის პიროვნული შეფასება სამართლებრივად და პოლიტიკურად გაუმართლებელი იქნება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

“ახალი კონსტიტუციით და კანონით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან, წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა ყველა იმ ორგანიზაციამ, რომელიც დემოკრატიის მშენებლობის პროცესში არის ავტორიტეტული შემფასებელი, პირველ რიგში, ვენეციის კომისიას ვგულისხმობ, მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოირიცხა მთავრობის მონაწილეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოირიცხა იუსტიციის მინისტრის ნებისმიერი როლი მოსამართლეთა შერჩევის პროცესში და გამოირიცხა პრეზიდენტის როლი მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. რეალურად, ახალი საკანონმდებლო ნორმებით, ამ პროცესში მხოლოდ და მხოლოდ მონაწილეობს მართლმსაჯულება და საკანონმდებლო ორგანო. აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან რომელიმე კანდიდატის პიროვნული შეფასება, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად იქნებოდა გაუმართლებელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე რომელიმე კანდიდატზე არ მაქვს ჩემი კონკრეტული აზრი, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს აზრი ან პოლიტიკურად ან სამართლებრივად გამართლებულია, რომ საჯაროდ განვაცხადო”- აღნიშნა მინისტრმა

რაც შეეხება თვითონ მოსამართლეების სიის წარდგენას, თუა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ეს სია ნაჩქარევად იყო შედგენილი. თუმცა,იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ ახლა პროცესი დადებით ტალღაზეა და ემსახურება კრიტერიუმების ჩამოყალეიბებას:

“მათ შორის, იმაზე მსჯელობასაც, მომავალში კანდიდატად უნდა იყოს თუ არა წარდგენილი ისეთი ადამიანი, რომელსაც თავისი ხელით, მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილება ან განაჩენი არასდროს შეუდგენია – შეიძლება იყოს და შეიძლება არ იყოს. ამაზე პასუხებია გასაცემი.”- განაცხადა წულუკიანმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები