LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩეხეთში ვაცილებდით, ეს ფოტოც მე გადავუღე, არ უყვარდა როცა მის ფოტოებს ვდებდით, ვაქებდით ან თამაშებზე დავდიოდით” – შაქარაშვილის აქამდე უცნობი ფოტო

1607
BeFunky-collage (3)

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს. სალომე ონაშვილი იმ დღეს იხსენებს, როცა გიორგი ჩეხეთში გააცილა და ამავე პოსტში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, გიორგი შაქარაშვილის პიროვნულ თვისებებს.

“24.07.18 გიოს ჩეხეთში ვაცილებდით, ეს ფოტოც მე გადავუღე ფეხბურთში საჩვენებელი ვარჯიშები უნდა ჰქონოდა, სადაც შემდგომ მოეწონათ და რა თქმა უნდა აირჩიეს. საზღვარგარეთიდან სტუმრები მყავდა ჩამოსული, დავტოვე და დილაუთენია ავედი, ( მე და გიო ერთ უბანში ვცხოვრობთ) აბა ისე როგორ იქნებოდა, რომ არ გამეცილებინა. აეროპორტში წასვლაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი, მხოლოდ დედამისი აცილებდა. არ უყვარდა გაცილებები. არც ის, როცა მის ფოტოებს ვდებდით, ვაქებდით ან თამაშებზე დავდიოდით.

თუ ვეტყოდით, აუუ რა მაგრად ითამაშე ან რამეში შევაქებდით, მაშინვე სხვაზე იტყოდა ” აუ, შენ არ იცი ის რა მაგარია”. ნაკრებში რომ გამოიძახეს, მაშინვე მახარა, ძალიან ბედნიერი იყო მაგრამ თან მითხრა “მიდი, ახლა მოსდეთ ქვეყანას! იქამდე მაინც არ დადო არაფერი, სანამ ნაკრების გვერდი არ გამოაქვეყნებსო”. პაპას მაშინვე დავურეკე! პაპა ფეხბურთის ფანია და კიდევ ერთი მიზეზი, გიო გამორჩეულად რომ უყვარდა. ცემ პატალას არ უყვარდა თავის წარმატებებზე საუბარი, ასეთი თავმდაბალი, კეთილი და მიზანდასახული ჩვენს საახლობლოში არავინაა! საუკეთესო გამოგვლიჯეს… მართლაც რომ ხელის გულზე ნატარები, ჩვენი იმედი და სიამაყე. სილამაზეზე აღარაფერს ვამბობ. ყველას გულში ჩაგვიქრო ის რაღაც ნაპერწკალი და დიდი ტკივილი დაგვიტოვა…ენით აღუწერელი. მართლა ვერავინ და ვეღარაფერი შემაშინებს… რაც დრო გადის, მით უფრო მენატრება და სიგიჟემდე მიყვარს. მენატრება მისი კანი, სუნი, მიხრა-მოხვრა, სიცილი, ხმა… ყველაფერი არ მიყვარს საჯაროდ წერა, მაგრამ გიოს მონატრებამ დამაწერინა.”- წერს სალომე ონაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები