LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

306
1200290401

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება.

“ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება.

თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გასვლა აიკრძალება. აქედან გამომდინარე, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება და როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება.

ჭავჭავაძეზე ავტობუსის ზოლები გზის შუაში მოეწყობა - კალაძე სიახლეებზე [ვიდეო]

კალაძემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მოძრაობას ხელს არ შეუშლის და უსაფრთხო იქნება.

ამასთანავე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება.

გარდა ამისა, მირცხულავას ქუჩის ჭავჭავაძის გამზირიდან ფალიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება, ხოლო რამიშვილის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება. ამდენად, რამიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ ამირეჯიბის გზატკეცილიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.

ავტობუსის ზოლი და ველობილიკი - ზაფხულიდან ჭავჭავაძის გამზირის განახლება იგეგმება

თუ შესაძლებელი იქნება გამზირზე ველობილიკების მოწყობასაც განიხილავენ, გაცალმხრივება კი გამორიცხულია.

ჭავჭვაძის გამზირის „პიქსელიდან” ვარაზისხევამდე მონაკვეთზე კვლავ ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდება, ხოლო რამიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე დაშვებული იქნება მოძრაობა მარცხნივ, ხოლო არაყიშვილის ქუჩიდან – მარჯვნივ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!” – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები