LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირზე ნაკადები დათვლილი გვაქვს, სექტემბრის არ გვეშინია – ბითაძე

163
pjimage (1)

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო სქემის შეცვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მერიას გამზირზე ნაკადების მატება წინასწარ აქვს დათვლილი,შესაბამისად სექტემბერში რაიმე გართულება მოსალოდნელი არ არის.

“მოსახლეობას ვარწმუნებ, რომ ნაკადები დათვლილი გვაქვს პიკის საათებში 20%-იანი მატებით. შესაბამისად, არც სექტემბრის გვეშინია და არც იმის, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რასაც ქართველი მძღოლები ვერ დაემორჩილებიან”,- აცხადებს ბითაძე.

მისივე თქმით, საცობები ახალ მარშუტთან ადაპტაციის პროცესით არის გამოწვეული, რაც დროებითია და 1-2 დღეში მოგვარდება.

“ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, სატრანსპორტო სქემის შეცვლის პირველ დღეს ბუნებრივია, გარკვეული პრობლემები შექიმნა, რაც ძირითადად, გამოწვეული იყო მძღოლების ახალ მარშრუტთან ადაპტაციით. საქართველოში ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს თბილისში საცობების ეტაპობრივ აღმოფხვრას.

ვიდეო: როგორ გადავაადგილდეთ განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე

თბილისის მერია განახლებულ ჭავჭავაძეზე სატრანსპორტო გადაადგილების სქემას აქვეყნებს.

საცობები აღმოიფხვრება იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამ დრომდე თუ სჭირდებოდა 20-25 წუთი, ახლა სჭირდება 8 წუთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, საცობების მართვისკენ და ეს ღონისძიებები მთელ თბილისში გატარდება”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კახა კალაძის მოადგილე ჭავჭავაძის გამზირზე მოქმედ ახალი სატრანსპორტი სქემის კრიტიკოსებსაც ეხმაურება და მოუწოდებს გაეცნონ ევროპის ქალაქების მაგალითებს,სადაც სწორედ ამ სქემის დამსახურებით, საცობების პრობლემა მოგვარებულია.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპონენტები გაეცნონ სხვა ქალაქების მაგალითებს. დაახლოებით, 15-18 წლის წინ ევროპის დიდ ქალაქებში – პარიზი, მილანი, ამსტერდამი – ზუსტად იმავე პრობლემებს აწყდებოდნენ და სწორედ სატრანსპორტო სქემების გამოყენებით, ამ ქალაქებში დღეს საცობები მართულია.მოსახლეობამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ერთი ხელის მოსმით არ მიღებულა, ის დაფუძნებული იყო სატრანსპორტო კვლევებზე, ნაკადებსა და იმ მაგალითებზე, რომლის განხორციელებაშიც უცხოელი ექსპერტები გვეხმარებიან”,- აცხადებს ბითაძე.

ვაკელებო, კალაძის ბოჰემურ ცხოვრებასა და სვეტურ ოჯახზე რომ აფრენდით, მიიღეთ, რაც დაიმსახურეთ, გზა არსაით” – ნათელაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები