LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ერთი თვით აღდგება, შემდეგ კი გზა ისევ დაიკეტება

121
61736569-1724755130961249-7875444431300591616-o (1)

8 დეკემბერიდან 8 იანვრამდე ჭავჭავაზის გამზირზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება. როგორც თბილისის მერმა “ფეისბუქ ლაივის” დროს განაცხადა, ამ დროისთვის აქ დახაზვითი სამუშაობი გრძელდება, თუმცა მისი თქმით, ეს დროებითი დახაზვა იქნება. 

კალაძე ამბობს, რომ რიგისა და კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთის მოასფალტება დღეს იწყება, რაც დღის ბოლომდე დასრულდება. 8 დეკემბრიდან კი ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი გახდება. 

რაც შეეხება მეორე ნაწილს, როგორც თბილისის მერი ამბობს, სამუშაოები 8 იანვრიდან განახლდება და სრულიად რეაბილიტირდება ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია.

„​8 იანვრამდე სამუშაოები შევაჩერეთ, რადგან ახალი წელია და არ გვსურს ქალაქში კოლაფსი შეიქმნას. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო ინფრასტრუქტურა და გაზაფხულისთვის, გამწვანებითი სამუშაოებიც”, – აცხადებს კალაძე. 

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულება სექტემბერში იგეგმებოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები