LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

143
BeFunky-collage - 2020-09-23T103130.758

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ინფორმაციას “ფორტუნასთან” ადასტურებს შსს. უწყების ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლის მე-2 ნაწილით.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. სამედიცინო დახმარება დასჭირდა მეორე პირსაც, რომელიც ავტობუსში იჯდა. მან ქვედა კიდურის ტრამვა ავტობუსის დამუხრუჭების დროს მიიღო.

“ფორტუნას” ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჭავჭავაძის გამზირზე, ტრანსპორტისთვის განკუთვნილ მონაკვეთზე გადადიოდა, რა დროსაც მოხდა შეჯახება.

სასწრაფოს ექიმის განმარტებით, დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსმა ქვეითად მოსიარულეს ფეხზე გადაუარა

ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა

 

პოპულალურები