LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩასასვენებელი აქედან უნდა გადააწოდონ, ამ მავთულხლართებზე გადაატარონ იქით, მეზობლებს მიაწოდონ…“

118
datapapa20

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ნინო დალაქიშვილი ხურვალეთის მკვიდრის, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და წერს:

მცოცავი ოკუპაციის სიმბოლო – დათა ვანიშვილი გარდაიცვალა

„ოკუპაცია კლავს! პირდაპირი და ყველაზე ბასრი მნიშვნელობით. საქართველოს დიდი პატრიოტი, მებრძოლი და ღირსეული ადამიანი ახლა მავთულხლართებს მიღმაა დასვენებული. ჩასასვენებელი აქედან უნდა გადააწოდონ, ამ მავთულხლართებზე გადაატარონ იქით, მეზობლებს მიაწოდონ… დათა პაპას მოხუცი მეუღლისთვის, მისი ოჯახისთვის მისამძიმრების შესაძლებლობაც კი სანატრელი გვაქვს. ვწუხვარ უზომოდ ამ დიდი ადამიანის გარდაცვალების გამო“.

ამავე თემაზე წერს ჟურნალისტი დათო კაკულიაც:

„დათა პაპა აღარ არის…რუს ოკუპანტებთან ბრძოლის  ერთ-ერთი და გამორჩეული სიმბოლო გარდაიცვალა ? გარდაიცვალა ისე, რომ მავთულხლართებიდან ვერ გაათავისუფლა საკუთარი სახლი…

რა შეთანხმება, რა პოლიტიკური ამბიციები…

ამ უმძიმეს ამბავზე მაინც შეთანხმდით, მიდით ხურვალეთის მავთულხლართებთან და პატივი მაინც მიაგეთ ღირსეულად…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები