LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარლზი მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ვაჟისთვის პრინცის ტიტულის ჩამორთმევას აპირებს

1472
negannews3435

ცნობილი ხდება, რომ პრინცი ჩარლზი მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ვაჟისთვის პრინცის ტიტულის ჩამორთმევას აპირებს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც პრინცი ჩარლზი ტახტზე ავა. ჩარლზი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ საზოგადოებაში სამეფო ოჯახის წევრების მიმართ ერთგვარი უთანხმოებაა. ხალხი მიიჩნევს, რომ ტიტულის მქონე სამეფო ოჯახის წევრების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია მათ გადასახადებთან, ამიტომ  მათი რიცხვი უნდა შემცირდეს.

ამას წინ უძღოდა პეტიცია, რომელიც კოლი კემპბელმა შეადგინა, მას უამრავმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მედიაში კი ვარაუდობენ, რომ პრინცი ჩარლზს გადაწყვეტილების მიზეზი მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუა, სადაც მან სამეფო ოჯახის მიმართ ბრალდებები გააჟღერა. სავარაუდოდ ტიტულის გარეშე დარჩება პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის უმცროსი ქალიშვილი, ლილიბეთიც.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები