LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩარლის ანგელოზის“ გარეგნობით გულშემატკივრები შოკირებულები არიან

296

დრიუ ბერიმორმა თავი ოჯახს მიუძღვნა, ამიტომ ეკრანებზე მას სულ უფრო იშვიათად ვხედავთ. დიასახლისის როლი კი მსახიობის გარეგნობაზე განსაკუთრებით ნეგატიურად აისახა. პაპარაცებმა ის მექსიკის სანაპიროზე დააფიქსირეს, სადაც მსახიობი რამდენიმე მეგობართან ერთად გაემგზავრა. ვარსკვლავის ფოტოები ინტერნეტში უსწრაფესად გავრცელდა. ინტერნეტ მომხმარებლები შოკირებულები არიან „ჩარლის ანგელოზის“ გარეგნობით.

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ტრაბახით განაცხადა, რომ ბოლო დროს 9 კილოგრამის დაკლება შეძლო და ახლა 56 კილოს იწონის. მისი თქმით, ზედმეტი წონის მოშორება კომპანია ნეტფლიქის შოუში მონაწილეობის დროს მოახერხა. ბერიმორმა დიეტის საიდუმლო გაამხილა და განაცხადა, რომ კიმბერლი სნაიდერის ცნობილ კვებას რაციონში მან ცილები – მოხარშული ქათმის ხორცი და თევზი დაუმატა, რადგან კიმბერლი ვეგეტარიანულ დიეტას გულისხმობს.

„მთელი ამ დროის განმავლობაში ვტიროდი და ვოცნებობდი პიცაზე. პრინციპში, ახლაც ასე ვარ“, – აღიარა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში ბერიმორი მეუღლეს, უილ კოპელმანს გაშორდა. განქორწინება რეკორდულად მოკლე დროში – 19 დღეში დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები