LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარკვიანი პრემიერს: ბატონო ირაკლი, შეიძლება გაგიკვირდეთ, სამტროდ არ მოვსულვარ, თხოვნით მოვედი.. გადაიყვანეთ სააკაშვილი სამკურნალოდ!

219
ფორტუნა - 2023-03-24T134239.019

სამტროდ არ მოვსულვარ, ძალიან გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი სამკურნალოდ! – ამ სიტყვებით მიმართა დღეს პარლამენტში თაკო ჩარკვიანმა პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან უკიდურესად სახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნებოდა, რომელიც ქვეყანას სიმშვიდეს მოუტანდა.

„ბატონო ირაკლი, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე არ ვარ დღეს მოსული სამტროდ. მე მგონი, ამ დარბაზში მტრად ვექეცით უკვე ყველა ერთმანეთს და ეს ძალიან არ მომწონს.

წინა გამომსვლელმა თქვა, რომ საქართველოს ერთი მტერი ჰყავს და ეს ერთი მტერი არის მრავალსაუკუნოვანი რუსეთი. თქვენ წეღან ახსენეთ, რომ ევროპარლამენტარებმა გვითხრეს, რომ სააკაშვილი ჩვენიაო. კი, ბატონო, ხომ გითხრეს მათ, სტატუსის წინ.. მე კამათს არ დაგიწყებთ, შეიძლება არაპოპულარული იყოს საქციელი, რომელსაც მე გთავაზობთ, შეიძლება მე არ გეთანხმებოდეთ, მაგრამ ძალიან სახელმწიფოებრივი იქნება. მე დღეს მოვედი მხოლოდ ერთი რამეს გამო, თხოვნით მოვედი, მე განზრახ არ მოვითხოვე თქვენთან შეხვედრა.. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, მოუხმოთ სიმშვიდეს, გადადეთ ყველაფერი, ერთად შეიკრიბოთ მთელი გუნდი, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი! ეს იქნება უაღრესად, უკიდურესად სახელმწიფოებრივი. ეს იქნება დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი. არც იმაზე საუბარი მჭირდება თქვენთან, ვის მოიაზრებთ მე-5 კოლონად. ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ. ბოლოს და ბოლოს, მთელი ცხოვრება მამაჩემი თავისუფლების ჰიმნს უწერდა ამ ქვეყანას, – თქვა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარა.

„სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი“ – ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო

ღარიბაშვილი: ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა

პოპულალურები