LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარკვიანი კალაძეს: მარტო “ფეხი და კარი “კი არ გერევა “ ჯიგარო”, ბევრი რამ გეშლება

2180
BeFunky-collage (2)

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი დედაქალაქის მერის თბილისურ “ჟარგონს” სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დედაქალაქის მერი დღეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში იმყოფებოდა, სადაც 2020 წლის მიმდინარე და განსახორციელებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. კახი კალაძემ მედიის კითხვებს უპასუხა, თუმცა რამდენიმე ჟურნალისტის მოწოდებამ, რომ “პირდაპირ ეთერში ვართ” – მერი გააღიზიანა.

"რა გჭირთ ტოო" - დედაქალაქის მერის თბილისური "ჟარგონი" (ვიდეო)

ჟურნალისტებმა კახი კალაძეს პასუხების თქმა არ აცალეს.

“ამ ჩვენს დროშებს თინიკო”, ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი სიმღერა , ახლა მომაგონდა… “ამ ჩვენს ქალაქის მერს “თბილისელობა “ ტო “ ჰგონია ეტყობა , ისე უთხრა ჟურნალისტს “ ჩაიწიე რა , რა გჭირს ტოოო.

არა “გენაცვალე “ კახი ,მერწმუნე ცდები, როგორც ბევრ რამეში , ისე ამაშიც, არა არის ასე: ქალაქელობა “ ტო” არ არის და არ იყო, წესი და რიგი, უფროს-უმცროსობა, მშიერის დაპურება, ( თან ჩუმად აფიშირების გარეშე), უბნის პატივისცემა იყო და არის ქალაქელობა,ანუ უბანი და მეზობელი არ უნდა შეგეწუხებია, შენი არსებობით და ცხოვრების წესით, თავს არ უნდა მოგეხვია შენი “ ძალიან კარგი ყოფა თუ ყოფნა”,ასეთს გორსალას ეძახდნენ, თუ დახმარება გინდოდა ვინმესი,ისე აკეთებდნენ კაცები სიკეთეს-ახერხებდნენ უჩუმრად, მთელი “ მუღამი” ეგ იყო, კიდევ ის, რომ ქალის პატივისცემა იცოდნენ,“ რა გჭირს რა ტოო” ასე არ მიმართავდნენ, კიდევ ის, რომ წიგნიერი კაცის რიდი და მოკრძალება ჰქონდათ და აზრს ეკითხებოდნენ და სწავლობდნენ მისგან, ერთმანეთს კარგ წიგნებს აწვდიდნენ , (ვიცი ეს თქვენ არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც გითხარით), კიდევ -ერთმანეთის ნამუშევრებს აფასებდნენ, ნახატი იყო ეს თუ ლექსი , თუ ქანდაკება და მერე , ყურძენზე , პურზე და ღვინოზე ქეიფობდნენ -აღნიშნავდნენ ერთმანეთის წარმატებას …..

და კიდევ, კაცს ,ოჯახთან ერთად თუ ვინმე თავს დაესხმებოდა ( ქალს მითუმეტეს)შენსავით არავინ ეტყოდა “ რასაც დასთეს იმას მოიმკიო” პირიქით იმ კაცს უბანში აღარ გამოესვლებოდა , “ ფარჩაკი”კაციაო ასეთ კაცზე ამბობდნენ, ეს ისე მოგიყევი, რადგან ვხედავ მარტო “ფეხი და კარი “კი არ გერევა “ ჯიგარო” , (როგორც ქალაქელები იტყოდნენ) ბევრი რამ გეშლება და ჰოდა მართლა , ახლა მე გეტყვი “ ჟარგონით”,ისე, უზრდელად,როგორც შენ იტყოდი და გჩვევია, მართლა “ჩაიწიე რაა,დროზე ტოოო” ან არა და,წესი და რიგი ისწავლე და ზრდილობას მოუხმე, ისე, როგორც ჩვენს ქალაქს ეკადრება და ისე მოიქეცი,რა ტრადიციაც საბედნიეროდ კიდევ შემორჩა ამ ქალაქს! თორემ ამ ჭირ-ვარამ გამოვლილ ქალაქს ,”თქვენ” ვერ ასწავლით ,უზრდელ მერს , როგორ მოექცეს! – უბრალო თბილისელი- თამარ ჩარკვიანი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები