LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოწოლილი ზვავის შედეგად სამი მთამსვლელი დაიღუპა

109
მთაზვავიი

კანადაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად სამი პროფესიონალი მთამსვლელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

უბედური შემთხვევა ალბერტას პროვინციაში, ბანის ეროვნული პარკში მოხდა. მთამსვლელები მწვერვალ ჰოუვსის დალაშქვრას ცდილობდნენ, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3295 მეტრია.

სამძებრო სამუშაოებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და ზვავის ჩამოწოლის საფრთხე აფერხებს. გარდაცვლილთა შორის ორი ავსტრიელი და ერთი ამერიკელი მთამსვლელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები