LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩამოსვლამდე 9 დღით ადრე უგულავა ეპატიჟებოდა, ჩამოდი ოდისევსო, გაგისუფთავეთ გზა ბოკერიასგანო“ – ჩერგოლეიშვილი

482
ფორტუნა - 2023-03-24T142140.263

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ გარემოზე წერს და მიმართავს იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილს ჩამოსვლას ურჩევდა.

„ჩამოსვლამდე 9 დღით ადრე!

უგულავა ეპატიჟებოდა ჩამოდი ოდისევსო, გაგისუფთავეთ გზა ბოკერიაგანო.

მართლა მაინტერესებს, აი ის ხალხი, ვინც ამ ტრაგიკულად ჩაფლავებული პროექტის enabler- ია, ტელევიზორიდან კიდევ რა უფლებით და ნამუსით იმოძღვრება?

ან საერთოდ, პოლიტიკაში რატომ რჩება?

იმიტომ რომ მედიაც მათი პატრონების სამსახურშია და პასუხს არავინ სთხოვს?

იმიტომ რომ ხალხი ყველას ბრიყვი ჰგონია, რომელსაც სალაფავი უნდა აჭამო?“. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები